ანორთოსისი 1/2 ფინალშია, ოქრიაშვილმა თასზე გაიტანა

კვიპროსის თასის განმეორებით 1/4 ფინალურ მატჩში, ანორთოსისი ნეა სალამისს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე სწორედ ქეცბაიას გუნდი გავიდა. სასიხარულოა, რომ 1 გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა.

 

 

გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითადში იყვნენ და მატჩის ბოლომდე გაისარჯნენ, ჯანო ანანიძე სათადარიგოზე გახლდათ, ნიკა კაჭარავამ კი აღნიშნული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

 

ანორთოსისი ჩემპიონატში 43 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან ომონიას ქულით უსწრებს. უახლოეს მატჩს ქეცბაიას შეგირდები აეკ ლარნაკას წინააღმდეგ ჩაატარებენ.