მოჰამედ ალის შვილი: ხაბიბს ვგულშემატკივრობთ

ლეგენდარული მოკრივის, მოჰამედ ალის შვილმა, რაშიდა ალიმ მამამისი გაიხსენა და UFC-ის მოქმედ ჩემპიონზე, ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მისი ოჯახი დაღესტანელი მებრძოლს გულშემატკივრობს.

 

rasheda ali-ის სურათის შედეგი

 

„პირველად სპორტში თრეშ თოქი მამაჩემმა გამოიყენა. ჩემი აზრით, მას ეს კარგად გამოსდიოდა. ნაწილობრივ, ამან მის პოპულარობას ხელიც შეუწყო, რადგან გულშემატკივრებს მსგავსი რამ ნანახი არ ჰქონდათ. ჩემი აზრით, ბევრი მებრძოლის მსგავსად, კონორი მოჰამედისგან მაგალითს იღებს, მაგრამ ვაღიაროთ - ეს საქმე მამას უკეთესად გამოსდიოდა.

 

როგორც ვიცი, ხაბიბი ჯერაც არ დამარცხებულა. ნურმაგომედოვი ბრწყინვალედ გამოიყურება - მას მთელი ოჯახით ვგულშემატკივრობთ. ოქტაგონზე ის საოცრად დამაჯერებელია, საბრძოლო უნარებთან ერთად, მას ჭიდაობის კარგი სტილიც აქვს. რაც შეეხება მაკგრეგორთან გამარჯვებას - ეს უბრალოდ ფანტასტიკაა“, - თქვა რაშიდამ.

რომა რატიანი 26 თებერვალი 2020 -22:21