ვილიანი: აქ დარჩენა გამიჭირდება

ჩელსის შემტევმა, ვილიანმა გუნდთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა. ბრაზილიელის თქმით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

 

"რთული ვითარებაში ვიმყოფებით - ჩელსი ორწლიან კონტრაქტს მთავაზობს, ხოლო მე ამ გუნდში სამი წლით დარჩენა მსურს. როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა პირობების შეცვლას არ განიხილავს.

 

ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობაა, ვერ გეტყვით, დავრჩები თუ არა. ამჟამად სეზონის დარჩენილ ნაწილზე ვფიქრობ და ვცდილობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩელსის მაქსიმალურად დავეხმარო

 

სეზონის ბოლოს ყველაფერი გაირკვევა. აქ დარჩენა გამიჭირდება, თუმცა ვნახოთ რა მოხდება", - თქვა ვილიანმა.

 

შეგახსენებთ, 31 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

რომა რატიანი 26 თებერვალი 2020 -23:08