იმედი მესამეა, სპორტუნი - მეხუთე

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში სტუ-იმედმა 30-19 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, სპორტის უნივერსიტეტმა 40-28 მოუგო სამტრედიას. ჩემპიონატი 3 მარტს გაგრძელდება თბილისში.

სტუ-იმედი, მოგების შემდეგ 2 ქულამდე დაუახლოვდა მეორე ადგლზე მყოფ ქუთაისს და 4 ქულით გაასწრო მეხუთეზე მყოფ პეგასს, თუმცა, იმედს ჯერ კიდევ სათამაშო აქვს მეორე წრის მატჩები ლიდერებთან, ბათუმთან და ქუთაისთან, მაშინ როდესაც პეგასი დარჩენილ 2 ტურში სამტრედიასა და წყალტუბოს ხვდება.

 

სპორტის უნივერსიტეტმა დამაჯერებლად მოუგო სამტრედიას: 40-28, დააგროვა 8 ქულა, გაასწრო გორს, დაეწია დღევადელ მეტოქეს და უკეთესი პირადი ბალანსით (34-36, 40-28), მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

 

მეორე წრის ბოლომდე გუნდებს დარჩენილი აქვთ 2-2 მატჩი. 3-4 მარტს იმედი-სტუ და სპორტუნი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებენ ბათუმსა და ქუთაისს, ხოლო 10-11 მარტს წყალტუბო და სამტრედია ზესტაფონში ეთამაშებიან პეგასსა და გორს. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

 

მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით