ახალი ტონი პარკერი

გაიცანით, ტეო მალედონი, ვილერბანის 18 წლის გამთამაშებელი.

რომელიც უკვე დომინირებს თავის ასაკში.

რომელიც ვერ იქნება ლუკა დონჩიჩი. რომელიც უბრალოდ, მალედონია. და ბევრისთვის ეს საკმარისია.

ევროლიგაზე ბიჭი 7.4 ქულას, 3.1 პასს და 1.8 მოხსნას იღებს. მისაღები სტატისტიკა. ბავშვისგან. რომელიც დაცვაში პარკერზე უკეთესია. რომელიც საშუალოდ 18 წუთს თამაშობს. და, რომელიც შეყვარებულია კალათბურთზე.

მალედონი მაგრად ხედავს მოედანს. მალედონს აქვს ნორმალური საშუალო სროლა. მალედონი კარგად შედის სამწამიანში და მალედონი გაიზრდება. სიმაღლეში და აზროვნებაში. მალედონს არ აქვს ტონის ბრექობა და თავხედობა, მაგრამ მაინც გაქაჩავს.

ალბათ, ბიჭმა უნდა მიხედოს საჯარიმოებს (70.3 % ცუდია პირველი ნომრისთვის). ალბათ, მალედონმა 1.9 შეცდომაზე ცოტა უნდა დაუშვას.

და, ბავშვმა უნდა გააუმჯობესოს გარედან სროლაც (37.8 %).

2020 წლის დრაფტზე მალედონის აყვანის სურვილი ბევრ კლუბს ექნება. მათ შორის, სან ანტონიოსაც. სპერსს არ ჰყავს კარგი პირველი ნომერი კარგი პასით. სან ანტონიო მალედონს აკვირდება და ფრანგი მაგრად მოსწონს გრეგ პოპოვიჩს.

საფრანგეთის ნაკრებში ტეომ პარკერზე ადრე ითამაშა. პოტენციალი არის, მაგრამ ბავშვმა ბევრი უნდა იმუშაოს. მართლა ძალიან ბევრი.

თამაშის სტილით ტეო პარკერზე უფრო დ’ანჯელო რასელთან მიდის, მაგრამ თუ მას ტონის ადარებენ, მოსულა, ტეო ამას სიამოვნებით მიიღებს.

მალედონი ფრანგული კალათბურთის მომავალია.

ველოდებით ახალ კლუბს.