ჯოელ ემბიდი დაილეწა

ფილადელფიას მოეხაზა. გუნდმა ლიდერი დაკარგა.

უკვე ორი ცალი ლიდერი. ტრავმირებულ ბენ სიმონსს იქვე, სკამზე მიუჯდება დიდი ბიჭი.

ჯოელ ემბიდი.

კლივლენდთან, პირველ ტაიმში ემბიდი ანტე ჟიჟიჩს დაეაჯახა, იტკინა მარცხენა მხარი და მოედანზე ვერ დაბრუნდა. კლივლენდმა 108:94 მიანგრია ფავორიტი.

და, ჯოელის ტრავმა გუნდისთვის მაგარი ცუდი თემაა. გუნდი დღეს მთლიანად ამ ტირანოზავრზე არის დამოკიდებული. ემბიდს აკლია სტაბილურობა, მაგრამ ჯოელი მაინც დომინანტია.

წაგებულ ჩეხვაში მხოლოდ კლივლენდი ლიდერობდა. მესამე მეოთხედში ლებრონის ყოფილი გუნდი 20 ქულით გაიქცა. ფილადელფიამ ვერ დაქაჩა. ფილადელფიას აკლდა ჯოელი. და, აკლდა სიმონსი.

შეიქ მილტონმა 20 ქულა აიღო, 6/4 სამიანი გამოიყენა და კარგი იყო. უბრალოდ, გუნდი, რომელიც ფლე ოფში ხმაურს აპირებს, ჯანმრთელი ლიდერების გარეშე პირველივე წრეში ნებისმიერთან გაიგლიჯება,

და, კლივლენდმა ბოლო 4 თამაშიდან მესამე წამოიღო. კოლინ სექსტონი - 28 ქულა, ტრისტან ტომფსონი - 14, 13 მოხსნით.

ფილადელფია (36:22) ფლეი ოფში იქნება, მაგრამ რა ადგილიდან?

თუ გუნდი პირველ წრეში საკუთარი დარბაზის უპირატესობას ვერ მიღებს, ფილადელფია ვერ გაქაჩავს.

ემბიდი ფლეი ოფამდე აზრზე უნდა მოიყვანონ.