პირველად...

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად 0:1 წააგო ლიონთან. წააგო ისე, რომ კარში თითქმის არ დაურტყამს... 15-ჯერ დაარტყეს კარისკენ და აქედან მხოლოდ ერთი წავიდა ჩარჩოში, ისიც არამიზანმიმართულად: კრიშტიანუ რონალდუს მხარში მოხვდა ბურთი და იქიდან აისხლიტა.

 

კიდევ საგულისხმო რამ: 2020 წელს პირველად მოხდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გოლის გარეშე დატოვა მინდორი. აქამდე 7 მატჩში 11 გოლი ჰქონდა.

 

ისე, იუვემ შარშანაც ჩააგდო მერვედფინალის პირველი მატჩი: ატლეტიკოსთან სტუმრად 0:2 წააგო, მაგრამ შინ სწორედ კრიშტიანუს ჰეთ-თრიქით 3:0 სძლია.  

 

 და ლიონი? იტალიურ კლუბებთან ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული და აი, იუვეს აჯობა. მეტიც, ბოლო 8 წლის განმავლობაში ლიონელებმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში პირველად გაიმარჯვეს.