კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დააპატიმრეს

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგილ ადემი... დააპატიმრეს. ქვეყნის დედაქალაქ პრიშტინას სასამართლომ 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა ადემის.

 

მიზეზი? 2012 წელს ადემი მეგობარ მუჰამარ რამასთან ერთად აიძულებდა ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომ აეღო ქრთამი 30 000 ევროს ოდენობით, ან შეეძინა მანქანა BMW X5. სანაცვლოდ კი ადემიმ და რამამ ამ ბიზნესმენს შესთავაზეს ყალბი დოკუმენტების დამზადება. ბიზნესმენმა ეს ყველაფერი პოლიციაში განაცხადა.    

 

ადემი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

 

ის 2018 წლის ივლისში გახდა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. როგორც იცით, კოსოვოც, საქართველოს მსგავსად, ევრო-2020-ზე გასასვლელად იბრძვის. 26 მარტს საქართველო-ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო კოსოვოელები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდებიან.