უაილდერი: ფიურისთან რევანში მწყურია

WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, დეონტეი უაილდერმა ტაისონ ფიურიზე ისაუბრა. ამერიკელის თქმით, ის ფიურისთან განმეორებით დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.

 

„მეომარი ვარ და ახლაც იმავეს ვგრძნობ, რასაც ბრძოლის ღამეს. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდის მდგომარეობაში შევდივარ - ისინი ჩემ დასაცავად სწორად მოიქცნენ. მარკ ბრელანდი კვლავ ჩემთან ერთად იმუშავებს. მთელი გუნდით ფიურისთან რევანშს მოუთმენლად ველოდებით“, - თქვა უაილდერმა.

 

შეგახსენებთ, 23 თებერვალს ამერიკელი მოკრივე ტაისონ ფიურისთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დათმო. უაილდერის გუნდმა აღნიშნული ბრძოლა მე-7 რაუნდში შეაჩერა.

 

ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში შედგა - ის დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

რომა რატიანი 29 თებერვალი 2020 -19:54