ჯიკოს სენსაციური მარცხი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატზე ფრენბურთში ქალთა შორის მეორე წრის მეოთხე სათამაშო დღის ბოლო მატჩში დიდი ჯიხაიშის ჯიკომ სენსაციური მარცხი იწვნია. ჯიკოს მიმდინარე ჩემპიონატში ერთი სეტიც არ ჰქონდა წაგებული და მეტოქეებს მშრალი ანგარიშებით ამარცხედა. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა პირველ წრეში ბათუმელთა გუნდიც,  მაგრამ ამჯერად მათგან მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.


პირველი წაგებული სეტის შემდეგ - 20:25, იმერლებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს ზედიზედ ორი სეტი 25:22 და 25:23, თუმცა აჭარლები დანებებას სულაც არ აპირებდნენ, მათ ჯერ მეოთხე სეტი მოიგეს 25:21, ხოლო შემდეგ ტაიბრეიკში 15:9 მოუგეს მეტოქეს.


დღის დანარჩენი 2 შეხვედრა ასე დასრულდა

ბოლნისი - თბილისი 2:3 (18:25, 25:19, 25:14, 18:25, 10:15)

ქუთაისი - ევრ.უნივერსიტეტი 0:3 (16:25,22:25, 14:25)