წილისყრამ რთული მეტოქეები გვარგუნა

გაიმართა ფრენბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა. საქართველოს კაცთა ნაკრები F ჯგუფში მოხვდა , სადაც საბერძნეთს, აზერბაიჯანს და მონტენეგროს დაუპირისპირდება.

 

საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები კი, B ჯგუფში უკრაინა, შვედეთი და პორტუგალია იქნებიან. ტურნირი, როგორც ქალებში, ისე კაცებში წლეულს, 15 აგვისტოდან დაიწყება.