საქართველოს მეტოქე: გლები არ ჩერდება

ცნობილმა ბელარუსმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა  განაცხადა, რომ კარიერას არ ასრულებს. გლები 37 წლისაა და მასზე იმიტომაც ვწერთ, რომ 2020 წლის მარტში ბელარუსი საქართველოს მეტოქე იქნება ერთა ლიგის ნახევარფინალში.

გლები ბატეშია და ბელარუსის  ნაკრებშიც თითქმის რეგულარულად თამაშობს, თუმცა რა თქმა უნდა, წლებმა თავისი დაატყო. ის გლები აღარაა, ლონდონი არსენალსა და ბარსელონაში რომ დაქროდა.

 

"ბატესთან კონტრაქტი დამიმთავრდა და ხელმძღვანელობას უნდა ვესაუბრო. ჯერჯერობით, თავად არ შემოთავაზებიათ კონტრაქტი. თამაშს რომ არ შევეშვები, ამას კი გარწმუნებთ".   




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.