რეალი აზარს ამერიკაში გაუშვებს

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ედენ აზარი კვლავ ტრავმირებულია. ESPN-ის ცნობით, ბელგიელი ამერიკაში გაემგზავრება და ერთერთ კლინიკაში ოპერაციას გაიკეთებს. გეტყვით იმასაც, რომ ოპერაციას სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს დილით გაუკეთებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა შემტევმა 22 თებერვალს ლევანტესთან გამართულ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო. საერთოდაც ბოლო ხანს იგი ხშირადაა ლაზარეთში. ამ სეზონში აზარის ანგარიშზე 15 მატჩი და 1 გოლია.

 

რეალმა ლა ლიგის ბოლო ტურში ბარსელონას 2:0 მოუგო და ცხრილში პირველობა დაიბრუნა. ამ მომენტისთვის ბლანკოსს 56 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას ბეტისის წინააღმდეგ გამართავს.