მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ფავორიტები არიან

საერთაშორისო საციგურაო კავშირი ყოველწლიურად ადგენს მოციგურავეთა მსოფლიოს რეიტინგს, რომელიც სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, გრან პრის ეტაპებზე, ფინალსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებითა და დაგროვილი ქულათა ჯამით განისაზღვრება.

 

სწორედ ეს რეიტინგის პოზიცია განსაზღვრავს ჩემპიონატებზე სპორტსმენთა მოკლე პროგრამაში გამოსვლის პრიორიტეტს.

 

ტალინში იუნიორთ შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ , მსოფლიოს რეიტინგულ ნუსხაში სპორტულ ცეკვებში წამყვან პოზიციაზეა მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, რომლებიც ჩემპიონატის ფავორიტები არიან. ისინი იუნიორთა შორის მსოფლიოს რეიტინგში 2027 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. ამასთან ერთად, 2019 წლის გრან პრის ფინალზე მოპოვებული ოქროს მედალი და 174,90 ქულა ქართველი წყვილისათვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

 

ტალინის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძეც მაღალი რეიტინგული მაჩვენებლით იწყებს.

 

იუნიორთა შორის მსოფლიოს რეიტინგში ჯამური 1210 ქულით ალინა ურუშაძე აზერბაიჯანელი და ამერიკელი მოციგურავის შემდეგ მესამე პოზიციაზეა. ხოლო სეზონის საუკეთესო შედეგი ალინა ურუშაძემ  2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე აჩვენა -179,50 ქულა