ფიური: ორი ბრძოლა დამრჩა, ბოლო ჯოშუა იქნება

WBC-ის ვერსიით მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ კარიერის მოახლოებულ დასრულებაზე ისაუბრა.

 

„ორი ბრძოლა დამრჩა, რის შემდეგაც საკუთარ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდები. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? 31-ჯერ ვიჩხუბე და ერთხელაც არ დავმარცხდი! 12 წელზე მეტია, რაც პროფესიონალურ რინგზე ვდგავარ.

 

მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. კლიჩკოსთან გამარჯვების შემდეგ ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე. ჩემი აზრით, უკანასკნელ ბრძოლას ჯოშუასთან გავმართავ“, - თქვა ფიურიმ.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ფიური - უაილდერის მესამე, გადამწყვეტი დაპირისპირება მიმდინარე წლის 18 ივლისს შედგება. სავარაუდოდ, ამ ბრძოლის შემდეგ ფიური თავის თანამემამულეს, ენტონი ჯოშუას გამოიწვევს.