VIDEO: უაითი - პოვეტკინი | მზერათა დუელი

WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი, დილიან უაითი რუს მოკრივეს, ალექსანდრ პოვეტკინს დაუპირისპირდება.

 

4 მარტს ამ მოკრივეთა შორის მზერათა დუელი შედგა.

 

 

შეგახსენებთ, პოვეტკინმა და უაითმა ბოლოს საუდის არაბეთში გამართულ კრივის საღამოზე გასული წლის 7 დეკემბერს იჩხუბეს. რუსმა მოკრივემ მაიკლ ჰაინტერთან ბრძოლა საყაიმო ანგარიშით დაასრულა. რაც შეეხება დილიან უაითს - ბრიტანელმა პოლონელი მებრძოლი, მარიუშ ვახი დაამარცხა.

 

პროფესიონალურ რინგზე უაითის ანგარიშზეა 27 გამარჯვება, 1 მარცხი და 18 ნოკაუტი. რაც შეეხება პოვეტკინს, მან 35 ბრძოლა მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა და ერთი ჩხუბი ფრედ დაასრულა. რუსის ანგარიშზეა 24 ნოკაუტი.