90 ნაკერი, გადარჩენილი თვალი... (+video)

უსიამოვნო შემთხვევა მოხდა NHL-ში. ნიუ იორკ აილენდერსის ჰოკეისტ ჯონი ბოიჩაკს მეტოქის ფეხი მოხვდა სახეში, თვალთან ახლოს... მოულოდნელად, ალესილი ციგურები, თან ასეთი ძალით. საშინელი ტკივილი იქნებოდა. მონრეალ კანადიენსის ფინელი მოთამაშე არტური ლეჰკონენი ყინულზე იქცეოდა და ფეხი მოიქნია. შემთხვევით თუ სპეციალურად, რთულია თქმა.

 

ბოიჩაკი ბეწვზე გადაურჩა თვალის დაკარგვას, მაგრამ 90 ნაკერი დაადეს.