კაზაკოვა და რევია ოქროს უმიზნებენ

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ შეჯიბრების პირველ დღეს შესანიშნავად იასპარეზეს. ჩვენმა მოცეკვავე წყვილმა  რითმულ ცეკვებში 69,98 ქულა დაიმსახურა და ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება. მათ 0,05 ქულით რუსეთის წარმომადგენლები ელიზავეტა შანაევა და დავიდ ნარიჟნი უსწრებენ.

 

კაზაკოვა და რევია ზეგ თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ და ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.