აზარმა ოპერაცია გაიკეთა

ედენ აზარმა ამერიკაში ოპერაცია გაიკეთა. მოგეხსენებათ ბელგიელმა ტერფის ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ გაემგზავრა დალასში სამკურნალოდ. როგორც ცნობილია ოპერაციამ კარგად ჩაიარა და სამეფო გუნდის შემტევი მოედანს დაახლოებით 2 თვეში დაუბრუნდება. ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა ბლანკოსის ახალწვეული ამ სეზონში თამაშს. 

 

შეგახსენებთ, აზარი რეალში შარშან ივნისში ლონდონის ჩელსიდან გადავიდა. მისდამი აშკარად დიდი მოლოდინი იყო, თუმცა ტრავმების გამო ბელგიელი სასურველი ფორმისგან შორსაა. ამ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 15 მატჩი და 1 გოლია.