ჯერ მეფე, და, შემდეგ სხვები

იანის ანტეტოკუმპო ზედიზედ მეორედ გახდება რეგულარულის MVP. იანისმა ეს დაიმსახურა. ბერძენის ყველაზე რეალური კონკურენტი?

არა ჯეიმს ჰარდენი, რომელსაც აკლია სტაბილურობა მოსაგებ თამაშებში.

 არა რასელ უესთბრუქი, რომელიც ჯეიმს ჰარდენისგან ყოველთვის მწვანეს ვერ იღებს.

არა ენტონი დევისი, რომელიც ლეიკერსის პირეელი მოთამაშე არ არის.

არა კავაი ლეონარდი, რომელიც ზედმეტად ბევრს ისვენებს. და, ფლეი ოფით იწყებს სეზონს.

იანისის შემდეგ მოდის ის, მეფე.

ლებრონ ჯეიმსი. რომელიც 16 წლის განმავლობაში ოთხჯერ გახდა ემვიპი. რომელიც ამ სეზონში ლეიკერსის გულია. რომელიც მიმდინარე რეგულარულში 10.5 შედეგიანი გადაცემით ლიდერობს.

ანტეტოკუმპო: ლებრონი ჩემთვის, ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია. კალათბურთს კარგად არ ვიცნობდი და ჯეიმსი უკვე საუკეთესო იყო. და, ის დღესაც სამ საუკეთესოში შედის. გამიხარდება, თუ ლებრონი ჯერ არ წავა.

მეფე წასვლაზე არ ფიქრობს. ჯეიმსმა უნდა მოიგოს დიდი ფინალი. და, შემდეგ კიდევ ერთი. რომ გაასწროს კობის და დაუქაჩოს მაიკლს.

ჯეიმსი: MVP? არასოდეს არ ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი. ყველა საზონის დაწყებამდე ვცდილობ, გავხდე ჩემი გუნდის MVP და გავიყვანო გუნდი ჯერ ფლეი ოფში და შემდეგ, თუ ჯანმრთელობა ხელს შეგვიწყობს, ფინალამდე მივალთ. მინდა, რომ გავხდე ყველა დროის საუკეთესო. ეს ნამდვილად მინდა და ეს ექსტრა მოტივაციას მაძლევს.

და, იანისის, კავაის, ჩვენი, თქვენი მოტივაცია არის მეფე ლებრონი.