მარხელი: კარგია, საქართველო ამჯერად აგვცდა...

ერთა ლიგაზე ბელარუსის ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან ლიეტუვა, ყაზახეთი და ალბანეთი. ბელარუსთა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოც ახსენა -  კარგია, რომ აგვცდნენ, მათთან ერთი დაპირისპირებაც გვეყოფა, კიდევ ორი მატჩი არ მინდოდაო...

 

„საბერძნეთი აგვცდა? აი, მათთან ზუსტად უფრო საინტერესო იქნებოდა თამაში... კიდევ, მინდოდა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ არ შევხვედროდით და ასეც ხდება. არც საქართველოსთან და არც აზერბაიჯანთან თუ სომხეთთან. მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, მითუმეტეს, გასვლაზე“.

 

შეგახსენებთ, ევრო-2020-ზე გასასვლელი საქართველო-ბელარუსის ნახევარფინალი თბილისში 26 მარტს გაიმართება.