სასაცილო გაზმა შეიწირა

უკრაინელი მოჭადრაკე სტანისლავ ბოგდანოვიჩი და მისი მეგობარი გოგონა მოსკოვში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, თუმცა თავზე პოლიეთილენის პაკეტები ჰქონდათ ჩამოცმული. ბინაში აღმოჩენილია აზოტის ოქსიდის კვალი. ეს ნივთიერება სასუნთქ გზებში მოხვედრისას უსაგნო და უმიზეზო მხიარულებას კი იწვევს, მაგრამ ზედოზირების შემთხვევაში მომაკვდინებელია.

27 წლის ბოგდანოვიჩი უკრაინის ჩემპიონი იყო და დიდოსტატის ტიტული 2017 წელს მოიპოვა. 18 წლის ალექსანდრა ვერნიგორი კი სტუდენტი გახლდათ და ჭადრაკში ბევრი ვერაფრით დაიკვეხნიდა, თუმცა ფიდეს რეიტინგში კი ფიგურირებს.