ალინა ურუშაძე ფინალშია

ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა მოციგურავეებს შორის გოგონათა ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძემ იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მან 52,68 მიიღო, რაც თითქმის ათი ქულით ნაკლებია მის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელზე.

 

შედეგად, ურუშაძე მოკლე პროგრამით ასპარეზობის შემდეგ მე-18 ადგილზეა, რაც ფინალში და თავისუფალი პროგრამით ასპარეზობისთვის საკმარისია.

 

ფინალი, როგორც გოგონათა ერთეულთა თანრიგში, ისე მოცეკვავე წყვილებში, სადაც მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ასპარეზობენ, ხვალ გაიმართება.