დე იონგი ბარსელონას დათანხმდა

ახლა მხოლოდ აიაქსის თანხმობაღა დარჩა

როგორც Sport Bild-ი იუწყება, აიაქსის ნახევარმცველი ფრენკ დე იონგი ბარსელონას წინადადებას დათანხმდა. კატალონიელები მას 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ და როგორც აღმოჩნდა საწადელს მიაღწიეს. ახლა მხოლოდ აიაქსის თანხმობაღაა დარჩეწნილი, რომ ფეხბურთელი შეთავაზებულ თანხად გაუშვას.

 

ბლაუგრანა ჰოლანდიელი ნახევარმცველის გადაბირებას, დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა. აქვე გეტყვით, რომ ვალვერდეს გუნდის გარდა მისი შეძენა მიუნხენის ბაიერნსაც სურს, თუმცა როგორც ჩანს გერმანელებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

 

დე იონგი აიაქსში 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ამ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.