ადესანიამ ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლაზე ისაუბრა

საშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა.

 

"ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზეა. ისინი უძლიერესი სპორტსმენები არიან. მათ მეტოქის შეტევის შეჩერება და კონტრიერიშის წარმართვა მარტივად შეუძლიათ. კარგი ჩხუბი უნდა გამოვიდეს.

 

MMA-ის ღმერთებს ვევედრები, რათა ეს ბრძოლა აღარ ჩაიშალოს. იმედია, მეხუთე მცდელობის შედეგად მათ დაპირისპირებას მაინც ვიხილავთ.

 

თუ საჭირო იქნება, მსხვერპლსაც შევწირავ, რათა ღმერთმა მოწყალება გამოიჩინოს და ეს ბრძოლა გაიმართოს", - თქვა ადესანიამ.

 

შეგახსენებთ, ხაბიბი - ფერგიუსონის დაპირისპირება ნიუ იორკში 18 აპრილს შედგება.