საქართველო დევისის თასზე ესტონეთთან დამარცხდა

საქართველოსა და ესტონეთის ჩოგბურთელთა მეოთხე შეხვედრაში, ზურაბ ტყემალაძე კრისტიან ტამს დაუპირისპირდა. აღნიშნულ მატჩში ქართველი სპორტსმენი სამ სეტში 3:6; 6:2; 5:7 დამარცხდა.

 

ტყემალაძის მარცხის შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთს შორის ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 3:1 გახდა. 

 

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს მზიურის კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვლადიმირ ივანოვი 6:4; 6:1 დაამარცხა, სანდრო მეტრეველმა კი კრისტიან ტამთან 4:6; 6:4; 3:6 წააგო, რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, სანდრო მეტრეველისა და გიორგი ცივაძის დუეტმა ვლადიმირ ივანოვისა და მატიას სიიმარის წყვილთან 6:3; 3:6; 6:3 წააგო.