ალვარესი: ხაბიბის დამარცხება შემიძლია

მსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ედი ალვარესმა ამ წონის ახლანდელ გამარჯვებულზე, ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. ამერიკელი მებრძოლის თქმით, მას დაღესტნელის დამარცხება შეუძლია.

 

"ჩემი აზრით, ხაბიბი ფერგიუსონისთვის მეტისმეტად ძლიერია. ტონი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, თუმცა მას ხშირად უმართლებს. ნურმაგომედოვთან ასე აღარ გამოვა. ხაბიბი მასზე გაცილებით ძლიერია. არამგონია, რომ ჯიუ-ჯიცუს ამ მოუქნელმა მოჩხუბარმა ნურმაგომედოვი დაამარცხოს.

 

ყველაზე მეტად ხაბიბს ჩემი სტილის მოჩხუბართან გაუჭირდება. ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც საკუთარი სტილის წყალობით ნურმაგომედოვის დამარცხება შეუძლია. მგონია, რომ მის დასამარცხებლად ყველაფერი მაქვს", - თქვა ალვარესმა.

 

შეგახსენებთ, ახლა 36 წლის ამერიკელი მებრძოლი One Championship-ში გამოდის.