დინამოს რეკორდი და მეგადაცვა

სუპერლიგის დღის მატჩში ტიტები დინამოს დაელაპარაკა. საინტერესო, მოქნილი ტიტები საქართველოს ნაკრების რამდენიმე ექს-წევრით (ბესო ლეჯავა, ნიკა მეტრეველი). ტიტები, სადაც მთავარი მწვრთნელის რანგში უმატებს ლაშა გამყრელიძე. და, წარმატებები ლაშას. 

ტიტებმა სოლიდურად გახსნა გარჩევა - 32:15 პირველ მეოთხედში და 35:18, მეორე მეოთხედის სტარტზე. ტიტები აკონტროლებდა სიტუაციას და დინამო ვერ აგდებდა. ტიტებში თითქმის ყველამ აკრიფა. ლეჟავამ ორი სამიანი გლიჯა დინამოს. 

და, დროული წუთშესვენებით, და, შემდეგ ერთი გაქცევით დინამომ შეცვალა ყველაფერი. 10:0 გაქცევა და სხვაობა შემცირდა. კიდევ ერთი გაქცევა და დინამო უკვე თითქმის ათანაბრებს ანგარიშს.

დიდ შესვენებაზე ტიტები მაინც იგებს 46:40. დინამო მეორე ტაიმისთვის ემზადებოდა. 

და, დიდი შესვენების შემდეგ დინამომ აკრიფა. გუნდურად და სიღრმით. ელეგანტურად. და გუნდი მწვრთნელის კონსპექტებით იგებდა.

მეორე ტაიმში დინამომ კარგ ოპონენტს მხოლოდ 20 ქულა ააღებინა. 12-ით ნაკლები, ვიდრე - პირველ მეოთხედში. ეს იყო დინამოს საუკეთესო დაცვა მთელი სეზონის განმავლობაში.

ეს იყო დინამოს რეკორდი მთელი სეზონის განმავლობაში. 

73:66, დინამო იგებს და აგრძელებს ბრძოლას ფლეი ოფისთვის. 

 

მუია ტაჩი (დინამო, მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ გუნდს, მთელ დინამოს ამ გამარჯვებას. მეორე ტაიმში დავბრუნდით და ეს მნიშვნელოვანი იყო. 17:35? იმ მომენტში არაფერი არ გამოგვდიოდა და ამის შემდეგ, გუნდმა მეტი მოტივაციით დაიწყო თამაში. შემდეგი შეხვედრისთვის ვემზადებით.