ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია

ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე ბაშოზე, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა წააგო. ჩვენებური მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და 3 წამში დამარცხდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი გუშინ მაეგაშირა სადანოუმის გაეჯიბრა და მარცხი იწვნია. აქვე გეტყვით, რომ ლევანი ხვალ კირიბაიამასთან შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.