სპალეტიმ კეჰილი ჩაიფიქრა

ამჯერად უკვე ინტერი 

The Express-ის ინფორმაციით, გარი კეჰილს კარიერის სერია ა-ში გაგრძელების ვარიანტი აქვს. როგორც ბრიტანული წყარო იუწყება, გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატება ინტერს სურს. ცნობილია, რომ ჩელსის 24-ე ნომრით პირადად ლუჩიანო სპალეტია დაინტერესებული.

 

კეჰილს ჩელსისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა გუნდის დატოვება ზამთარშივე სურს. მოგეხსენებათ მას მერე, რაც არისტოკრატები მაურისიო სარიმ ჩაიბარა, კეჰილს თამაში თითქმის არ უწევს. მისი გადაბირება ინტერის გარდა არსენალსა და მილანსაც სურთ.

 

კეჰილი ჩელსიში 2012 წლის ზამთარში, ბოლტონიდან გადავიდა. მას მერე ფებხურთელმა გუნდთან ერთად თითქმის ყველა ტიტული მოიგო, რაზეც ხელი მიუწვდეებოდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.