ხაბიბმა უძლიერესი მოკრივეები დაასახელა

UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრივზე ისაუბრა. დაღესტნელმა მებრძოლმა ამჟამინდელი ვითარებით ოთხი საუკეთესო მოკრივე დაასახელა.

 

"უძლიერესის გამორჩევა გამიჭირდება, თუმცა რამდენიმეს დავასახელებ: უსიკი, ლომაჩენკო და კანელო (საულ ალვარესი). ჰო, და ტაისონ ფიური - ჯამში ოთხი მოკრივე გამომივიდა. ფიურის და უსიკის დაპირისპირებას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ბრძოლა გამოვა", - თქვა ნურმაგომედოვმა.