მსოფლიო თასის ბოლო ეტაპი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო სპორტის ორი დასკვნითი ეტაპი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, სლოვენიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღო. კრანსკა გორამ მსოფლიო თასის ეტაპები 14-15 მარტს უნდა მიიღოს.

 

შეგახსენებთ, ამ ტურნირის ფინალური ეტაპი, რომელიც კორდინა დ'ამპეცოში უნდა ჩატარებულიყო, ცოტა ხნის წინ გაუქმდა.

 

მამაკაცებს შორის საერთო ჩათვლაში გამარჯვებისთვის სამი სპორტსმენი იბრძოლებს, ესენია: ალექსანდრ კილე, რომელიც 54-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს; ალექსის პენტიურო და ჰენრიკ კრისტოფერსენი.