ტოჩიმ მონღოლს მოუგო

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა ტოჩინოშინმა. ჩვენიანმა სუმოისტმა მონღოლი კირიბაიამა მავაშის ჩავლებით აიტაცა და დოჰიოდან მიაბრძანა.

მე-8 მაეგაშირა კირიბაიამასთან ტოჩის აქამდე ორჯერ ებრძოლა და ორიჯერვე წაეგო. 

ოთხშაბათს ლევან გორგაძე რეიტინგში მე-9 ტაკანაშოს შეხვდება, ვისთანაც ერთხელ გასულა დოჰიოზე და სამწუხაროდ დამარცხებულა.

ტაკანაშო ამ ბაშოზე სამიდან სამი მოგებით იწონებს თავს.აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე ბაშო ცარიელ დარბაზში იმართება. მიზეზი, ცხადია, კორონავირუსის საფრთხეა.