ტოჩინოშინმა კვლავ წააგო

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა  ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე ბრძოლა გამართა. ჩვენებური რეიტინგის მე-9 ნომერ ტაკანოშოს დაუპირისპირდა და რამდენიმე წამიან ბრძოლაში დამარცხდა. ამ მომენტისთვის ლევანის ბალანსი 1:3-ზე გახლავთ.

 

ლევანს ბალანსის გათანაბრების შანსი მაინც აქვს, რადგან წინ სულ მცირე 2 ბრძოლა ელის. სათქმელია, რომ მიმდინარე ბაშო ცარიელი ტრიბუნების ფონზე იმართება. მიზეზი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეა.