ფლოიდ მეივეზერი: შემდეგი ბრძოლა ხაბიბთან მექნება

კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, ფლოიდ მეივეზერმა ხაბიბ ნურმაგოვდათნ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. ფლოიდმა თქვა, რომ შემდეგი ბრძოლა სწორედ ხაბიბთან ექნება.

 

„მე არაფერი მჭირდება, ფულის შოვნაზეც დიდად აღარ ვიქრობ. როცა მილიარდელი ხარ და ყვეალფერი გაქვს რაც გჭირდება, ცხოვრება მარტივია. თუმცა, დამატებით თანხებზე უარს არ ვიტყვი.

 

თუ ხაბიბის წინააღმდეგ ბრძოლისას 600 მილიონ დოლარს გამოვიმუშავებ, რატომაც არა. მინდა ეს თანხა ვიშოვო, რათა ახლობელ ადამიანებს ფინანსურად დავეხმარო და მომავალშიც დიდი ინვესტიცია დავუტოვო. მინდა ჩემმა შვილებმა ჩემს საბანკო ანგარიშს გადახედონ და ჩემით იამაყონ. ასე რომ დიახ, შემდეგი ბრძოლა ხაბიბის წინააღმდეგ მექნება,“-თქვა მეივეზერმა.