იოსიპ ილიჩიჩი - მშიშარა გოლეადორი

ატალანტა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტია და ამაში იოსიპ ილიჩიჩის წვლილი უდიდესია. სლოვენიელმა ფეხბურთელმა ვალენსიას წინააღმდეგ 2 მერვედფინალურ მატჩში 5 გოლი გაიტანა. საერთოდაც მისი ამ წლის მონაგარი 11 თამაშში შეგდებული 14 ბურთია. ამ შედეგს თვით კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესიც მოაწერდნენ ხელს. 

 

მოდით თავიდან დავიწყოთ. ილიჩიჩი 1988 წლის 29 იანვარს სლოვენიაში დაიბადა. მისი პირველი გუნდი ქვედალიგელი ბონიფიკა კოპერი იყო, შემდეგ ინტერბლოკი, აი 2010 წელს იგი ერთერთ საუკეთესო სლოვენიურ გუნდში მარიბორში მოხვდა, თუმცა მხოლოდ 2 თვით. იგი მალე იტალიური პალერმოს წევრი გახდა, სადაც პირველივე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

 

მალევე ილიჩიჩზე ინტერესი გაიზარდა. მას როგორც ბობოლა იტალიური გუნდები, ასევე სხვა კლუბებიც იწვევდნენ, თუმცა იოსიპმა პალერმოს 2013 წლამდე უერთგულა და შემდეგ ფიორენტინას მიაშურა. ამ პერიოდში მას კიევის დინამო და სტ. პეტერბურგის ზენიტი იწვევდნენ. მეტიც, უკრაინელები სლოვენიელს ზღაპრულ პირობებს სთავაზობდნენ, თუმცა ფეხბურთელმა დიდ ფულს იტალიაში ბურთის გორება არჩია და ფიორენტინაში დარჩა. 

 

2017 წელს ილიჩიჩი ახლოს იყო სერია ა-ს დატოვებასთან, თუმცა ფორვარდმა კვლავ აპენინის ნახევარკუნძულზე თამაში არჩია. იოსიპმა უარით ლესტერი და დორტმუნდი გაისტუმრა, ატალანტაში გადაბარგდა და დღემდე ბერგამოელთა ლიდერია. 

 

იოსიპმა აქამდე მოსასვლელად საკმაოდ რთული გზა განვლო. მისთვის ყველაზე ცუდად გასახსენებელი 2018 წლის მარტია, როცა მისი თანაგუნდელი ფიორენტინას კაპიტანი დავიდე ასტორი დაიღუპა. 

 

"ძალიან ცუდად ვიყავი, არ ვიცოდი რა გამაკეთებინა. მეშინოდა, რომ ერთ დღეს მეც დავიძინებდი და ვეღარ გავიღვიძებდი. ამაზე ხშირად ვფიქრობდი, რაც ძალიან რთული იყო. 

 

ცხოვრება ხანმოკლეა. საბოლოოდ ძალები მოვიკრიბე და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი,"-თქვა იოსიპ ილიჩიჩმა.

 

ატალანტა უკვე მეოთხედფინალშია და ეს სეზონი როგორც არ უნდა დამთავრდეს, ბერგმოელთათვის უდაოდ ძალიან დიდი წარმატება და გამოცდილებაა. რაც შეეხება გუდის წარმატების ერთერთ მთავარ შემოქმედს, იგი კიდევ ბევრჯერ დაამწუხრებს მოწინააღმდეგე გუნდების ქომაგებს მისი გოლებით.