მაიამიც გადაიდო

ინდიან უელსის შემდეგ, გადაიდო მაიამის მასტერსიც. იგივე მიზეზით - კორონავირუსი.

ATP-ს და WTA-ს კომბინირებული ტურნირი მაიამიში ორ კვირაში უნდა დაწყებულიყო. და, კორონავირუსის, პანდემიის გამო, ბოსებმა თქვეს - არა. და, ტურნირი დაუზუსტებელი ვადით გადაიდო.

ეს ინფორმაცია პირველმა, ფაბიო ფონისის მამამ გამოაქვეყნა. შვილმა გააგებინა ეგრევე.

პარალელურად, გადაიდო ფედერაციის თასის ფინალი და გასავარდნი ეტაპი. საჩოგბურთო ოჯახი ამ ოჯახის წევრებს უფრთხილდება. სწორი სვლები.

მაიამი შარშან როჯერ ფედერერმა მოიგო. ფინალში მოცარტმა ჯონ იზნერი ორ სეტში გაასვენა. რიხარდ ვაგნერის ვალკირიების აკომპანიმენტით.

ფედერერი, რომელსაც ბალახის სეზონის გახსნამდე მაინც არ უნდა ეთამაშა, უიმბლდონის წინ, ჰალეში დაბრუნებას გეგმავდა. თუ, გერმანელები ტურნირს ჩაატარებენ და მოთამაშეებიც მზად იქნებიან.

ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და როჯერი დაისვენებენ. დაისვენებენ სხვებიც.

დაისვენებს ჩოგბურთი.

და, გვინდა, რომ მალე დაბრუნდეს.