კორონავირუსის გამო UFC ცარიელ დარბაზში გაიმართება

15 მარტს გამთენიისას ბრაზილიაში UFC Fight Night 170 გაიმართება. ამ ღონისძიების მთავარი დაპირისპირება მსუბუქ წონაში შედგება - კევინ ლი ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.

 

კორონავისურის გამო აღნიშნული ტურნირი გულშემატკივართა გარეშე, ცარიელ დარბაზში ჩატარდება. BloodyElbow-ის ინფორმაციით, სახიფათო ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

 

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 125 000 ადამიანს აჭარბებს. გარდაცვლილთა რაოდენობა 4 500-ზე მეტია.