ჰენკა და მარცხი

ოსაკაში, ჰარუ ბაშოს მეექვსე დღეს, ქართველი გოლიათი, ტოჩინოშინი, ერთერთ ყველაზე ტანმორჩილ სუმოტორს, იშიურას შეერკინა. ლევანი ურთიერთშეხვედრებში მოწინააღმდეგესთან უპირატესობას ფლობდა - 3:1, თუმცა ტრავმის გამო ოპტიმალურ ფორმაში არ არის, რასაც ამ ბაშოზე მისი უარყოფითი ბალანსიც მოწმობდა - 1:4-ზე. 

 

იაპონიაში ჰენკა (თავდაპირველ შეჯახებისთვის თავის არიდება) კარგ ტონად არ ითვლება, თუმცა ისეთი მსუბუქწონოსანი რიკიშის შემთხვევაში, როგორიც იშიურაა (103 კგ) ამას გაგებით ეკიდებიან. ტოჩინოშინისთვის მოწინააღმდეგის ჰენკა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ქართველი შესაჯახებლად მაინც მთელი ძალით დაიძრა, იშიურამ დაჯახებას თავი აარიდა, გაიწია და უვატენაგეს კიმარიტეთი (ილეთით) ლევანი დოჰიოზე დაანარცხა. მარტის ტურნირზე, ეს ქართველისთვის უკვე მე-6 მარცხია.

 

ბაშოს მეშვიდე დღეს, ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდება. მართალია ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს (11:7), თუმცა ეს სტატისტიკა მაშინ მუშაობს, როდესაც ლევანი ოპტიმალურ ფორმაშია...