ჯიჯი ჯიჯის ნაცვლად

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელები ახალგაზრდა იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას აკვირდებიან. იტალიური მედიის ცნობით, მილანი და დონარუმა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.

 

ნიჭიერ იტალიელს შავ-წითლებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. იუვენტუსი ამ გარემოების გამოყენებას ეცდება. არ არის გამორიცხული, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ ახალგაზრდა იტალიელი უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს.

 

შეგახსენებთ, დონარუმა მილანის აღზრდილია. ამ გუნდში მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.

 

მიმდინარე სეზონში 21 წლის იტალიელმა 26-ჯერ ითამაშა და 33 გოლი გაუშვა. მის ანგარიშზეა 10 მშრალად შენახული კარი.