სამპდორიაში კორონა გავრცელდა

კორონავირუსი არაერთ ფეხბურთელსა და მწვრთნელს დაუდგინეს. ბოლო ცნობებით აღნიშნულმა ვირუსმა სამპდორიაშიც შეაღწია, თანაც კლუბის 6 წევრს შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემები. 

 

ვირუსი თავდაპირველად მანოლო გაბიადინის აღმოუჩინეს, შემდეგ ომარ კოლის, ალბინ ეკდალის, მორტენ ტორსბის, ანტონინო ლა გუმინას და ბოლოს გუნდის ექიმ ამადეო ბალდარის. როგორც ცნობილია ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად ისინი შიდაიზოლაციაში არიან. 

 

სამპდორიას 26 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. შეგახსენებთ იმასაც, რომ სერია ა კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია.