ლიტველი, რომელსაც ყველაფერი დიდი აქვს

იონას ვალანჩუნასი ძალიან კარგი ცენტრია. და, როგორც იესპიენთან ინტერვიუში აღნიშნა, მას ყველაფერი დიდი იტაცებს.

ვალანჩუნასს უყვარს დიდი სტეიკები. განსაკუთრებით, სისხლიანი. ჩვენც გვიყვარს.

ვალანჩუნასს უყვარს დიდი მანქანები. იდეაში, აქ სხვა ვარიანტები არც არის.

ვალანჩუნასს უყვარს (აქ სიტყვა დიდს ვცვლით სიტყვით - მაღალი) მაღალი ქალები. აუცილებლად ვუერთდებით იონასს. მაღალი, ლამაზი ქალი წამალია.

ვალანჩუნასს უყვარს დიდი კონტრაქტები. დღეს, 14 მილიონზე ზის და ეს ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონზე გადადის. ნორმალური კონტრაქტი. იონასი 2022 წლიდან გაცილებით მეტს მიიღებს. მეტს და დამსახურებულს.

ვალანჩუნასს უყვარს დიდი გამოწვევები. ერთხელ შეასკდა თავით ჯოელ ემბიდს და ფილადელფიამ გატეხილი თავით საუკეთესო მოთამაშე დაკარგა. მძიმე იყო. 

ვალანჩუნასი შეიცვალა და დღეს, მემფისის ყველაზე სანდო მოთამაშეა. ჩვენ არ ვამბობთ - ყველაზე ნიჭიერი. აქ ჯა მორანტი სოლირებს. მაგრამ, ყველაზე სანდო? იონასი აქ პირველზეა.

სტაბილურად იღებს 14-16 ქულას, 10-12 მოხსნას, მშვენივრად ისვრის თამაშიდან (58.6, კაირერის რეკორდი) და არის აკურატული (არასრულ 27 წუთში მხოლოდ 1.7 შეცდომა).

ადრე, სანაკრებო დონეზე ზაზა ფაჩულიამ მოკლა, დამარხა, ამოთხარა, კიდევ ერთხელ მოკლა და იქვე მიაგდო ლიტველი. ეს არ იყო ზაზას საუკეთესო სანაკრებო თამაში, თუმცა კაპიტანმა მაშინ დაგლიჯა. ეს იყო ზარმაცი იონასის კალათბურთი, რომელიც წარსულშია.

დღეს, მემფისს ერთ-ერთი მშრომელი ცენტრი ჰყავს.

ის, ვინც იგებს. კორონავირუსის ტალღამდე იონასი ბოლო 7 თამაშში საშუალოდ 18.1 ქულას და 17.0 მოხსნას აგროვებდა. მონსტრი.

ლიტველი, რომელსაც ყველაფერი დიდი უყავრს.