ცენტრი, რომელმაც თბილისში დაგვჭრა

NBA 2020. საუკეთესო ცენტრი. III ადგილი

ნიკოლა ვუჩევიჩი

სტატისტიკა: 19.5 ქულა, 11.0 მოხსნა, 3.7 პასი, 0.9 ჩაჭრა, 0.9 დაფარება.

 

2016. სექტემბერი. თბილისი. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი. საქართველო მონტენეგროს უნდა დაელაპარაკოს. და, გულშემატკივრები ელოდებიან ზაზა ფაჩულიას და ნიკოლა ვუჩევიჩის ჩეხვას.

ზაზამ იმ მატჩში 22 ქულა აკრიფა, ძალიან კარგი იყო.

ვუჩევიჩმა ის თამაში მოიგო. უბრალოდ, მოიგო. წამოიღო, გამოგვართვა, წაგვართვა.

ნიკმა 22 სროლიდან მხოლოდ 7 გამოიყენა, მაგრამ - ჩააგდო ზედიზედ ორი სამიანი ბოლო წუთებზე, დაირტყა 2 მოხსნა შეტევაში და მეორე მოხსნიდან რამდენიმე წამში ნემანია ჯურიშიჩმა გამარჯვების მომტანი ჩააგდო.

და, მონტენეგრომ 76:74 მოგვიგო. საქართველო ბარში, ნიკოლას ტერიტორიაზე რევანშს აიღებს, მაგრამ აქ, თბილისში ვარსკვლავების ომში ნიკოლამ გადაჯოკრა.

დღეს, ვუჩევიჩი ყველაზე დახვეწილი ცენტრია. ყველაზე ელეგანტური სროლით. ყველაზე კარგი სამიანით. ყველაზე ლამაზი და მკვლელი ლიფსოთი. ვუჩევიჩი დაუნდობელია, როდესაც გუნდი მთლიანად, ბოლომდე მას ენდობა. და, ნიკმა ისწავლა ტკივილის ატანა.

ვუჩევიჩმა შარშან ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა. დამსახურებულად.

და, ეს სეზონი ნიკმა ტრავმის გამო ცუდად გახსნა, ვერ აკრიფა. და, როდესაც ორლანდოს ფლეი ოფის გამოტოვების საშიშროება შეექმნა, ნიკმა მოუმატა.

ბოლო ათ თამაშში ბიჭი საშუალოდ  21.8  ქულას და 12.0 მოხსნას აგროვებდა. კლასი.

თავი დაუხარეთ, ეს ნიკოლა ვუჩევიჩია.