რაფა ბარძაყმა დაამუხრუჭა

იმედია, მსოფლიოს მეორე ჩოგანი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზად იქნება

„მაქსიმუმს ვაკეთებდი, ვცდილობდი, მინდოდა მეთამაშა, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით გადავწყვიტე აღარ გამერისკა“ - ეს სიტყვები რაფაელ ნადალს ეკუთვნის.

 

ესპანელ ჩოგბურთელს, 2019 წლის სეზონი ბრისბენის ტურნირით უნდა დაეწყო, თუმცა ტრავმის გამო ის კორტზე აღარ გავა. რაფა, ბარძაყის კუნთმა შეაწუხა.

 

იმედია, მსოფლიოს მეორე ჩოგანი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზად იქნება და მას მელბურნში ვიხილავთ, ხოლო ბრისბენში მისი ადგილი ტარო დენიელმა დაიკავა.