ზანგუი, რასელ, ზანგუი

და, მერწმუნეთ, აქ არ არის რასიზმის 1 პროცენტიც. უბრალოდ, გამახსენდა საქართველოს ჩემპიონატის ერთი ჩვეულებრივი მატჩი. როდესაც ერთმა ჩვეულებრივმა მწვრთნელმა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ერთ ჩვეულებრივ მოთამაშეს მისცა განკარგულება - ზანგუი, (მოთამაშის სახელი), ზანგუი!

და, იმ მოთამაშემ დაიწყო ბურთის ფეხებში აქტიურად გატარება, ე.წ. ზანგურად ყომარი. იმ მოთამაშემ ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და პირნათლად შეასრულა მთავარი მწვრთნელის მთავარი დავალაება.

როდესაც ვუყურებ ახალ, დაბალ, შეცვლილ, ყველაზე სწრაფ და ყველაზე ამოუცნობ ჰიუსტონს, მგონია, რომ მაიკ დ’ანტონი მალე გასცემს განკარგულებას - ზანგუი, რასელ, ზანგუი!

და, უესთბრუქი, რომელიც ისედაც ყველაზე არაგუნდური ტიპია, დაიწყებს პერსონაlურ ტერორს, რომელიც შეასკდება კარგად ორგანიზებულ დაცვას და ჰიუსტონი დაიშლება.

პი ჯეი ტაკერი ჰიუსტონის ძირითადი ცენტრია.

რობერტ კოვინგტონი გუნდის ძირითადი მეოთხე (და - მესამე) ნომერია.

ჯეიმს ჰარდენი თმობს ლიდერობას და წინა პლანზე ამოდის კუ-ნინჯა, რომელიც ამ შანსს ყოველთვის ელოდებოდა. და, რასელმა ეს შანსი მიიღო.

ეს ჰიუსტონი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ამბიციური დაბალი პროექტია. ამ გუნდმა გაუშვა საკაიფო ცენტრი კლინტ კაპელა და მოიყვანა კოვინგტონი, რომელიც ისეთივე ცენტრია, როგორც გაზმანოვი - ბობ დილანი.

და, მაინც, ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, ახალი ჰიუსტონის მაჩვენებელი არის 11:6. ბრავო, ბიჭებს. ბრავო, მწვრთნელს. ბრავო, სისტემას. ბრავო, გუნდის მფლობელებს.

კაპელას წასვლის შემდეგ უესთბრუქი უკეთესია. და, ჰარდენი - მაგრად უარესი. კაპელას წასვლის შემდეგ რასმა თამაშიდან სროლების 56 პროცენტი გამოიყენა და ჰარდენი უკან მიდის.

და, სეზონის შემდეგ ჰიუსტონს ერთი თავისუფალი აგენტი ჰყავს - მაიკ დ’ანტონი. თუ გუნდი მას დაიბრუნებს, რასელი როკეტსის ახალი ჰარდენი გახდება. და, ძველს, ორიგინალს სადმე გაცვლიან. ან, მაიკი კიდევ ერთხელ გაიჭედება და დაიყვირებს - ზანგუი, რასელ, ზანგუი!