ნადალი: მიზანი მელბურნში ჩემპიონობაა

რაფა ავსტრალიის ღიასთვის ემზადება

ავსტრალიის ღია პირველობამდე დიდი დრო აღარ რჩება. ჩოგბურთელები სხვადასხვა ქალაქებში არიან გადანაწილებულნი და წლის პირველ დიდ სლემამდე ფორმაში შესვლას ცდილობენ. რაფაელ ნადალმა კი ეს ვერ მოახერხა. მას ბრისბენის ტუნრირზე უნდა ეთამაშა, თუმცა თავის შეკავება გადაწყვიტა.

 

„ამ ეტაპზე, ჩემი უმთავრესი მიზანი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებაა. ვფიქრობ, ის გამოცდილება და თამაშის ხარისხი რასაც ვაჩვენებ, ამის უფლებას მაძლევს. ძველებურად მოტივირებული ვარ.

 

სამწუხაროს, ჩემი ორგანიზმი აღარ მაძლევს იმის საშუალებას ყველა ტურნირზე ვითამაშო. ბრისბენის შეჯიბრის გამოტოვება მიხდება, რათა ბოლომდე მოვმჯობინდე. 

 

რაღაც პერიოდი მეგონა, რომ რაც შეიძლებოდა ბევრი მატჩი უნდა მეთამაშა, რათა ფორმაში შევსულიყავი, ახლა კი პირიქით ვფიქრობ. ავსტრალიის ღია პირველობამდე ვარჯიშებზე გულმოდგინედ ვიმუშავებ და ვეცდები მელბურნში წარმატებას მივაღწიო“ - ამბობს რაფაელ ნადალი.