კეინი: მანჩესტერ სიტის ვქომაგობთ...

ტოტენჰემის ფორვარდს სიტის ეიმედება

ნაახალწლევს, პრემიერლიგის წყალობით ფეხბურთის გულშემატკივარს მოსაწყენად ნამდვილად არ აქვთ საქმე. 3 იანვარს, „ეტიჰადზე“ დიდი მატჩია. მანჩესტერ სიტი ლივერპულს მიიღებს და იმისათვის რომ საჩემპიონო მარათონს კვლავ შემორჩეს უცილობელი გამარჯვება ესაჭიროება.

 

სიტის ქომაგობენ ტოტენჰემის ფეხბურთელებიც, რომლებიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლივერპულს 6 ქულით ჩამორჩებიან. ჰარი კეინი ლამაზი და საინტერესო მატჩის მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ გვარდიოლას შეგირდები კლოპის ბიჭებს დაამარცხებენ.

 

„ვისურვებდი, რომ სიტიმ ლივერპულს მოუგოს და ქულათა სხვაობა შეამციროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს გასაკეთებელსაც სხვა მიხედავს. ჩვენი მოსაგები ჩვენ უნდა მოვიგოთ. 

 

ტოტენჰემისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ბოლო წლებში ჯერ ლესტერთან, შემდეგ კი ჩელსისთან ჩემპიონობისთვის ჭიდილში ვერაფერს გავხდით. ჩვენი მიზანი ყველა მატჩში გამარჯვებაზე ფიქრი უნდა იყოს“ - ამბობს ტოტენჰემის და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი.