ტოჩის მეოთხე გამარჯვება! მავაშის გარეშე!

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინის შიკონათი (მეტსახელი) ცნობილი ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე ქართველის ბალანსი 3 მოგებასა და 6 მარცხს შეადგენდა, იაპონელმა კი 8-დან მხოლოდ ორში იმარჯვა. რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს, ჩვენებრურის უპირატსობა აქ ნათელი იყო - 14:8. 

 

საბედნიეროდ, ამ დაპირისპირებაშიც ყველაფერი ლევანის სასარგებლოდ დასრულდა. შოჰოძანი ტაჩი-აის (თავდაპირველ შეტაკებას) თითქოს მოერიდა, ოდნავ გვერდზე გაიწია, თუმცა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა და შესაჯახებლად მთელი ძალით არ წავიდა, თავის შემაგრება მოახერხა, მავაშისთვის (ქამარისთვის) გამიზნული ბრძოლის ნაცვლად მეტოქეს ძირითადად ოში-ძუმო (დისტანციაზე ბრძოლა) შესთავაზა, რაც, აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის საყვარელი იარაღია, თუმცა ტოჩიმ აქაც დაჯაბნა და დოჰიოდან ოშიდაშის (ძალისმიერი მიძალება) კიმარიტეთი (ილეთით) გადაიყვანა. 

 

 

ლევან გორგაძის ბალანსი ამჟამად 4 მოგება და 6 მარცხია.

 

ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდება, რომელმაც ამ ტურნირზე 6 ორთაბრძოლა მოიგო და 3-ში დამარცხდა. ურთიერთშეხვედრებში ქართველი მასთან დაუმარცხებელია - 4:0