ჯოკოვიჩი თვითიზოლაციაში გადავიდა

კორონავირუსის გამო სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, თვითიზოლაციაში გადავიდა. Marca-ს ინფორმაციით, 32 წლის სპორტსმენმა მონტე-კარლოში საკუთარი სახლი დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

 

წყაროს ინფორმაციით, შემდეგ ორ კვირას ჯოკოვიჩი თავის ძმებთან, მარკოსთან და ჯორჯესთან ერთად მარბელაში გაატარებს. კორონავირუსის პანდემიის გამო ATP-მ ყველა ტურნირი შეაჩერა.