კორონავირუსი - ნადალმა გულშემატკივრებს მიმართა

კორონავირუსის პანდემიის გამო რაფაელ ნადალმა გულშემატკივრებს მიმართა. ესპანელმა ჩოგბურთელმა მათ სახლში დარჩენა ურჩია. მისი თქმით, აუცილებელია უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა. ნადალი თვლის, რომ მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს ადამიანები აუცილებლად უნდა ასრულებდნენ.

 

"სახლში საკუთარ თავს კარგად ვგრძნობ. ვვარჯიშობ და ხელისუფლების ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვასრულებ. ვიმედოვნებ, რომ ყველა კარგად ხართ და სახლებში რჩებით", - დაწერა ნადალმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

 

გარდა ამისა, ესპანელმა განაცხადა, რომ მისი საჩოგბურთო აკადემია დროებით დაიხურა.